LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპამ გვენ სტეფანისთან ერთად საკულტო ჰიტი – Don’t Speak შეასრულა

115
photo-collage.png (17)

დუა ლიპას მესამე სტუდიური ალბომის – Radical Optimism მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე გრანდიოზულად გრძელდება. ამჟამად, არტისტი კონცერტებს ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით მართავს.

8 ოქტომბერს, მომღერალს ლოს-ანჯელესში გამართული პერფორმანსისას სცენაზე, გვენ სტეფანი შეუერთდა. მათ ერთად No Doubt-ის საკულტო ჰიტი – Don’t Speak შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დუა ლიპა პუბლიკას სიურპრიზს უწყობს.

ტურნეს განმავლობაში აქამდე ჩატარებულ შოუებზე ლიპამ საკუთარი ინტერპრეტაციით სხვა ისეთი სიმღერები გადაამღერა, როგორებიცაა: AC/DC-ის Highway to Hellნატალია იმბრულიას Torn, კაილი მინოუგის Can’t Get You Out of My Head და სხვა.

დუა ლიპამ კაილი მინოუგის ჰიტი გადაამღერა

შეგახსენებთ, რომ დუა ლიპამ მესამე სტუდიური ალბომი – Radical Optimism გასული წლის 3 მაისს გამოუშვა, მისი მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე კი, 5 ნოემბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები