LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში დრონების მაკონტროლებელი მოწყობილობა გამოიგონეს (ვიდეო)

51

დრონები დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ მოწყობილობასთან მიმართებაში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. მაგალითად, გაერთიანებულ არაბთა საამიეროებში, დუბაის აეროპორტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აკრძალულ ტერიტორიაზე არაერთი დრონი იქნა შემჩნეული, რომელიც საშიშია ახალაფრენილი თვიმთფრინავებისათვის. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მთავრობასთან ერთად შემუშავებულ იქნა სპეც-მოწყობილობა, რომელიც მითითებულ ტერიტორიაზე დრონებზე ,,ინადირებს’’.

სავარაუდოდ, დრონის მფლობელები ხშირად შემთხვევით არამარტო აკრძალული ტერიტორიების მონიტორინგს ახდენდნენ (რაც კანონით დაუშვებელია), არამედ საავარიო შემთხვევების მიზეზებიც ხდებიან.

CNN Money-ის მეშვეობით გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, Drone Hunter-ი (იგივე დრონებზე მონადირე) თვით ჰაერში ,,მოფარფატე’’ დრონის ელიმინაციაზე იქნება ორიენტირებული. მთავრობა დაზიანებულ მოწყობილობებზე პასუხისმგებლობას იხსნის.