LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში Mercedes-Benz-ის საცხოვრებელი კორპუსი გაჩნდება

131
mercedes

კომპანია Mercedes-Benz დუბაიში საცხოვრებელ ცათამბჯენს ააშენებს. კომპლექსი ქალაქის ცენტრში, ბურჯ-ხალიფას სიახლოვეს განთავსდება და მას Sensual Purity-ის საფირმო სტილში ააგებენ. ეს არის კონცეფცია, რომელიც რაციონალურობას ემოციურობასთან ახამებს, სილამაზეს პროგრესთან და ინოვაციებთან.

როგორც ჩანს, Mercedes-Benz-მა გადაწყვიტა კოლეგებს არ ჩამორჩენოდა და საფირმო საცხოვრებელი მასაც ჰქონოდა. Mercedes-Benz Places სიმაღლე 341 მეტრია და 65 სართულს მოიცავს. ყოველ სართულზე მაქსიმუმ 4 რეზიდენცია იქნება, 2-4 საძინებლით, კერძო აუზით და ულამაზესი ხედებით. პროექტის დეტალებს წელიწადზე მეტი ათანხმებდნენ და მთავარი მომავალი მაცხოვრებლების ინტერესები იყო.

მშენებლობის დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. აპარტამენტის ფასები 8,8 მილიონი დირჰამიდან(3 მილიონამდე დოლარი) დაიწყება, ხოლო მდიდრულ პენტჰაუზს 79 მილიონ დირჰამად(21.51 მილიონი დოლარი) გაყიდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები