გაერთიანებული არაბთა საამიროების ეკონომიკის სიძლიერე ყველა დეტალზე აისახება. მაგალითად, ქალაქ დუბაის მმართველობამ გადაწყვიტა პოლიციის ძირითადი ავტომობილების გამოცვლა და მათი ჩანაცვლება Ferrari-ის მდიდრული მოდელებით, რომლის ფასის სიდიდეც, როგორც ჩანს, ქვეყნის მთავრობას სულაც არ აშინებს.
მოდერნიზებული პროექტი სახელგანთქმულ ქალაქს კიდევ უფრო მდიდრულად წარმოაჩენს. ახალი სუპერქარები დუბაის ქუჩებში უახლოეს მომავალში აქტიურად გამოჩნდება.