დუეინ ჯონსონი და ლორენ ჰაშიმანი მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს რიგით მეორე ქალიშვილი 17 აპრილს ეყოლა, თუმცა საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო. 45 წლის ჯონსონმა „ინსტაგრამზე“ პატარა ტიანას ფოტო გამოაქვეყნა.
„მე ძლიერი და მოსიყვარულე ქალების გარემოცვაში გავიზარდე, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემს გვერდით ლორენი და ჩემი გოგოები გაჩნდნენ, ვერ გამოვხატავ სიყვარულსა და აღფრთოვანებას ყველა ქალის მიმართ“, – დააწერა მან ფოტოს.
დუეინისთვის ეს მესამე ქალიშვილია. 16 წლის სიმონი მას წინა ქორწინებიდან ჰყავს, 2 წლის ჟასმინს კი ის ლორენთან ერთად ზრდის.