LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დურანტზე უკეთესი ზაზა: ფაჩულიამ დაბადების დღეზე საჩუქარი გაიკეთა (ვიდეო)

4

10 თებერვალი ზაზა ფაჩულიას დაბადების დღეა. ჩვენიანს იუბილეზე “სან ანტონიოს” წინააღმდეგ მოუწია თამაში. “გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (122:105), რაშიც დიდი წვლილი სწორედ ზაზამ შეიტანა. ფაჩულიამ 12 წუთი, 24 წამი ითამაშა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში ხუთიდან 4 ორქულიანი და ოთხიდან 4 საჯარიმო ჩააგდო: ქართველი ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და ერთი პასი დაგროვდა. ფაჩულიამ შედეგიანობით კევინ დურანტს აჯობა, რომლის ანგარიშზეც 10 ქულაა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი “გოლდენ სტეიტის” მოთამაშე კლეი ტომპსონი აღმოჩნდა, რომელიც 25-ქულიანი ნიშნული დააფიქსირა, სტეფ კარი კი მხოლოდ 17 ქულას დასჯერდა.

43 მოგებითა და 13 მარცხით “გოლდენ სტეიტი” ლიგის ლიდერია და 2 მოგებით უსწრებს “ჰიუსტონს”. 13 თებერვალს ოკლენდელები “ფინიქსს” უმასპინძლებენ.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=JVElTthm6zw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები