LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ვინც ჩასაფრებულნი ხართ და მზად ხართ ადამიანები სოციალურ ქსელში აქტიურობის ან პასიურობის გამო გათელოთ, გაიაზრეთ როგორ მარტივად შეიძლება ერთმანეთის დაკარგვა“ – თათა ვასაძე

1045
თათა ვასაძე

ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გმობს ძალადობას და მიაჩნია, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა დაკარგონ.

„ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. სოციალურ ქსელს, განსხვავებით ბევრი ადამიანისგან, შეგნებულად არ გამოვიყენებ ჩემი ზოგადი, პოლიტიკური აზრების თქვენთვის გასაზიარებლად, გარდა იმისა, რომ ამისი სრული უფლება მაქვს, არც ვიცი რამდენი სიტყვა ეყოფა ჩემი თვალსაწიერიდან დანახულ ქართულ და მითუმეტეს მსოფლიო პოლიტიკას.

მეგობრებს და ახლობლებს ვინც ხართ ჩასაფრებულნი და მზად ხართ ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობის ან პასიურობის გამო გათელოთ, გაიაზრეთ როგორ მარტივად შეიძლება ერთმანეთის დაკარგვა ამ განუკითხაობაში.

ჩემი აზრით სიყვარულის გარეშე, ყველა იმ მოძალადეებს დავემსგავსებით, გულებს რომ გვიხეთქავენ, ჯვარი გვწერია.

მტერს გარედანაც და შიგნიდანაც უხარია ჩვენი დანახვა დღეს.

მშვიდობას და სიყვარულს ვუსურვებ ჩემს სამშობლოს და ყველას ვისაც ის სტკივა“, – წერს თათა ვასაძე.

ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. სოციალურ ქსელს,…

Posted by Tata Vasadze on Sunday, December 8, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g