ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ურთიერთობებში – ამ თემაზე ისაუბრა გადაცემაში „პრაიმშოუ“ მომღერალმა მარიამ გულბანმა.
მან საკუთარი მაგალითი გაიხსენა და თქვა, რომ ის წარსულში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.
„ყველა მეკითხებოდა, აქამდე რატომ არ მოახდინე რეაგირება, რატომ არ წამოხვედი? საკმაოდ რთულია აქედან თავი დააღწიო…
ძალადობის შემდეგ გესმის სიტყვები „მაპატიე, არ მინდოდა, მიყვარხარ” და შენ გგონია, რომ ცოდო არის, არ უნდოდა…
ძალადობის შემდეგ მიპატიებია, ეს ნორმად მიმაჩნდა – მეგონა ასე ხდებოდა.
მეგონა, რომ ამ ადამიანს თუ თავს დავაღწევდი, სხვაგანაც იგივე განმეორდებოდა.
ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემს შემდგომ ურთიერთობებზე… გავხდი არანორმალურად ეჭვიანი, არ მიყვარდა ჩემი თავი“, – იხსენებს მომღერალი.
✨ მარიამ გულბანი სტუმრად #პრაიმშოუში◽ძალადობის შემდეგ გესმის სიტყვები "მაპატიე, არ მინდოდა, მიყვარხარ" და შენ გგონია, რომ ცოდო არის, არ უნდოდა… ✨ მარიამ გულბანი სტუმრად #პრაიმშოუში
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025