ამერიკული პოპ-პანკ ჯგუფის Blink-182 ბასისტსა და ერთ-ერთ ვოკალისტს, 49 წლის მარკ ჰოპუსს კიბო დაუდგინეს. ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით თავად არტისტმა გააკეთა და კლინიკაში გადაღებული ფოტო გაავრცელა.
„ბოლო სამი თვეა, ქიმიოთერაპიას ვიკეთებ. ძალიან ცუდი შეგრძნებაა და მეშინია, მკურნალობის რამდენიმე თვე წინ მაქვს, ერთი სული მაქვს, როდის გავთავისუფლდები ამ სენისგან და შეგხვდებით კონცერტზე. მიყვარხართ ყველა“, – წერს მუსიკოსი.