მომღერალი თამარ გვერდწითელი მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერს, რომ მომხდარის გამო ძალიან დიდ ტკივილს განიცდის.
“ძალიან ადრე წავიდა …
საოცარი მომღერალი, მუდამ კეთილგანწყობილი და დიდი გულის საუკეთესო ადამიანი მამუკა ონაშვილი.
დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი მუსიკალური ეპოქა მამუკას სახით.
ძალიან დიდ ტკივილს განვიცდი ….
თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,
გვიყვარდეს ერთმანეთი”,- ნათქვამია თამარ გვერდწითელის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომღერალს ხვალ, ხუთშაბათს სიონის ტაძრის ეზოდან 2 საათზე გამოასვენებენ.