LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის“ – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულებისა და მამუკა ონაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

216
BeFunky-collage

თბილისის მთავრობის სხდომაზე გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულ პირებსა და ასევე, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილ მომღერალს, მამუკა ონაშვილს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დედაქალაქის მერმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც გასულ კვირას მოხდა. მთელი საქართველო შეძრა ამ ტრაგედიამ. მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ოპერაციის დროს. რა თქმა უნდა, რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვების გადმოცემა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს.

ასევე სამწუხაროდ, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ყველასათვის საყვარელი მამუკა ონაშვილი, ჩვენი მეგობარი, ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის და მინდა, მთავრობის წევრებს გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა კალაძემ.

“თითქოს სიმბოლური გამოვიდა, რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებული სამუდამო ნავსაყუდელში” – ვის გვერდით დაკრძალავენ მამუკა ონაშვილს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g