ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალს, რომელსაც ქუჩაში სკამზე ეძინა, ახლა საკუთარი ოთახი აქვს და საწოლზე დაიძინებს.
აკა სინჯიკაშვილი წერს, რომ სხვა ქუჩაში მცხოვრები ადამიანების დახმარებასაც გეგმავს.
„მართლა ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვიტან ასეთ ამბავს 😍😍😍
ბევრმა მომწერეთ დიდი დიღმიდან, ამ უსაყვარლეს ქალზე, რომელსაც ძალიან დიდი ხანი პირდაპირ ქუჩაში, სკამზე ეძინა.
ახლა საკუთარი ოთახი აქვს და ამდენი ხნის შემდეგ, თავის საწოლზე დაიძინებს 😍😍😍
ასე გვითხრა, თავი სიზმარში მგონიაო 😭😭
ყველა გარეთ დარჩენილს მივყვებით ნელ-ნელა და მთელი გულით გვჯერა, რომ ერთ ღამესაც ქუჩაში არავინ აღარ დაიძინებს ❤️
ჩვენც ისეთი გახარებულები ვართ, ვერ ვისვენებთ მთელი დღეა 😍😍😍
ამაზე საუკეთესო რა უნდა მოხდეს, ბედნიერი იძინებს ადამიანი ❤️
ღამე მშვიდობის ❤️
#სიკეთეგადამდებია ❤️❤️❤️“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.