20 თებერვალს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დათო ევგენიძისა და მარიამ მამისმედიშვილის კლიპის პრემიერა გაიმართება.
„მოვალ“ ასე ჰქვია სიმღერას, რომლის მუსიკის და ტექსტის ავტორი დათო ევგენიძეა. კლიპის გადაღებები ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარეობდა.
დუეტის პრემიერამდე „ფორტუნა“ მარიამ მამისმედიშვილს ესაუბრა.
„ერთ დღეს, როდესაც დათოსთან ვიყავით სტუმრად, რამდენიმე სიმღერა მომასმენინა. მოგვიანებით, ერთ-ერთი სიმღერა ჩემ პირად გვერდზე გამომიგზავნა, ჩავწერე და რომ მოისმინა, მითხრა, აუცილებლად დუეტი უნდა ჩავწეროთო. დათოს სიმღერა „მოვალ“ ჩემ დაბამდებამდე აქვს დაწერილი. მითხრა, არ მახსოვს ადრესატი ვინ იყო, თურმე ამდენი წელი შენ გელოდებოდაო…
ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთ საყვარელ მუსიკოსთან ჩავწერე დუეტი“, – ამბობს მარიამი „ფორტუნასთან“.
