LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან გაუმართლა დევიდ ბექჰემს, როცა 23 წლის წინ ვიქტორია ადამსს შეხვდა – ბექჰემების სიყვარულის ისტორია

1750
დევიდ-ბექჰემი-(1)

ძალიან გაუმართლა დევიდ ბექჰემს, როცა 23 წლის წინ ვიქტორია ადამსს შეხვდა, რადგან სწორედ მეუღლემ აქცია მოდის ეტალონად და ოთხი შვილის ბედნიერ მამად.

მომავალი მეუღლეები სრულიად განსხვავებულ სამყაროში გაიზარდნენ. მოზარდ ვიქტორიას, რომელიც შეძლებულ ოჯახში გაიზარდა, ძალიან ეუხერხულებოდა ოჯახური სტატუსისა და ქონების, მაშინ როცა რიგითი ხელოსნისა და სტილისტის ოჯახში დაბადებული დევიდისთვის სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთი შანსი ფეხბურთელის კარიერა იყო.

ვიქტორია მონდომებით მეცადინეობდა ცეკვის კლასში, რაც ცნობილი ჯგუფის Spice Girls-ის ქასთინგის გავლაში დაეხმარა, მსოფლიო აღიარებაზე მეოცნებე დევიდი კი, თავდაუზოგავად ვარჯიშობდა საფეხბურთო მოედანზე. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი ვარსკვლავის მატჩზე ვიქტორია მეგობრის მელანი ჩისჰოლის წყალობით მოხვდა და ერთი ნახვით მოიხიბლა ნიჭიერი ფეხბურთელით.

მომავალი მეუღლეები ერთმანეთს თამაშის დასრულების შემდეგ შეხვდნენ და აღარ დაშორებულან. მართალია, მორცხვმა დევიდმა თითქმის ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, მაგრამ ბევრად გაბედულმა ვიქტორიამ თვითონ გაუწოდა მატჩის ბილეთზე მიწერილი ტელეფონის ნომერი. სხვათა შორის, ბილეთს ტელეფონის ნომრით დევიდი დღემდე ინახავს.

შეყვარებულებს ნაკლებად ჰქონდათ პაემნების მოწყობის დრო და განწყობა, რადგან ცნობისმოყვარე პაპარაცები ყველგან თან სდევდნენ და იშვიათ შეხვედრებს მყუდრო პაბებში ნამდვილ სენსაციად აქცევდნენ, ამიტომ წყვილმა სწრაფად გამოაცხადა ნიშნობის შესახებ, ვიქტორია კი, არა მხოლოდ ქორწილისთვის მზადებას, არამედ დევიდის იმიჯის რადიკალურად შეცვლასაც აქტიურად შეუდგა.

საქორწინო ცერემონია 1999 წლის ივლისის თვეში შედგა და თითქმის 800 ათასი დოლარი დაჯდა, რადგან 100 ათასი მხოლოდ ვიქტორიას კაბა ღირდა Vera Wang-ისგან. თუმცა, წყვილს ნაკლებად ადარდებდა მსხვილი ბიუჯეტი, რადგან წინასწარვე დაიჭირეს თადარიგი და მეტად სარფიანად – 1,5 მილიონ დოლარად მიჰყიდეს ჟურნალს OK! ექსკლუზიური უფლება ფოტორეპორტაჟზე.

დევიდის ფანების უზარმაზარ არმიას სწრაფად შეემატა ორი პატარა გულშემატკივარი. ბრუკლინი 1999 წელს, მშობლების ქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე, რომეო ჯეიმსი კი, 2002 წელს დაიბადა. უმცროსი ბექჰემები ყოველთვის მამასთან ერთად აღნიშნავდნენ მის წარმატებას, თუმცა მოედნის დატოვების შემდეგ ფეხბურთის სუპერვარსკვლავი უპირობოდ ემორჩილებოდა მეუღლის მოდურ კანონებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა MTV Movie Awards-ის წითელი ხალიჩისთვის შერჩეული კოსტიუმები, რომელთა შექმნაზე დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ იზრუნეს. მეტიც, წყვილი იმდენად ხშირად იმოსებოდა ცნობილი ბრენდის სამოსით, რომ დიზაინერებმა მათი მანეკენებიც კი გააკეთეს, რომელთაც საკუთარ მოდელებს არგებდნენ.

რთული აღმოჩნდა წყვილისთვის 2003 წელი, როცა 1 წლის რომეოს მედიკოსებმა ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს, ერთი თვის შემდეგ კი, დევიდის ფარული რომანი გამოაშკარავდა ვინმე რებეკა ლუსთან, თუმცა ვიქტორიამ სწრაფად დაუსვა წერტილი ჭორების გავრცელებას და მკაცრად განაცხადა, რომ ყოველთვის ენდობოდა მეუღლეს და არასდროს შეჰპარვია ეჭვი მის ერთგულებაში.

2005 წლის თებერვალში წყვილს მესამე შვილი – კრუზი შეეძინა, რომელიც ერთგვარ გადარჩენად იქცა ოჯახისთვის. სიყვარულის და ერთგულების გასამტკიცებლად მეუღლეებმა განმეორებით იქორწინეს, ვიქტორიამ კი იმიჯი შეიცვალა და მოდის ეტალონად აქცია ახალი ვარცხნილობა.

2007 წელს დევიდმა კლუბ „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ გააფორმა კონტრაქტი. წყვილი ამერიკაში გადაბარგდა და ახალ, სრულიად უნობ გარემოშიც სწრაფად დაიმკვიდრა თავი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბექჰემების Met Gala-ს კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიურ მეჯლისზე გამოჩენა, როცა მეუღლეები ელიტარულმა საზოგადოებამ გაიცნო და დაუფიქრებლად მიიღო საკუთარ რიგებში.

 

ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის შემდეგ დევიდმა მეუღლის გატაცებები გაიზიარა და სერიოზულად დაინტერესდა მოდის ინდუსტრიით. წყვილმა ოჯახური ბრენდი dVb: David and Victoria Beckham შექმნა, რომელმაც სამოსი, აქსესუარები და პარფიუმი გააერთიანა, მოგვიანებით მეუღლეებმა Emporio Armani-ის თეთრეულს გაუწიეს რეკლამა და ბრენდის სახედ იქცნენ, ვიქტორიამ კი, კაბების პირველი კოლექცია გამოუშვა.

2011 წელს, წყვილს, რომელიც ოჯახური სიმტკიცის ეტალონად ითვლება პირველი ქალიშვილი ჰარპერ სევენი შეეძინა. მართალია, მოზარდ ვიქტორიას დიდხანს არწმუნებდნენ ექიმები თითქოს ვერასდროს შეძლებდა ბავშვის გაჩენას, მაგრამ დღეს 4 შვილის დედას ბედნიერი ოჯახი და წარმატებული ცხოვრება აქვს, რადგან როგორც თვითონ ირწმუნება ისევე ძალიან უყვარს დევიდი, როგორც პირველი შეხვედრისას.

„საკუთარ გრძნობებში დარწმუნებულმა განუცხადა ბრიჯიტს, რომ ერთ დღეს აუცილებლად ცოლად მოიყვანდა“ – ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონის სიყვარულის ისტორია

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი: ოჯახურ იდილიაზე ძვირფასი თავისუფლება

რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია

ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის სიყვარულის ამბავი

მარია კალასის და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ისტორია

გასული საუკუნის ყველაზე ვარსკვლავური წყვილები

,,ერთადერთი რაც გჭირდება სიყვარულია” – ჯონ ლენონის და იოკო ონოს სიყვარულის ისტორია

magti 5g