LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს, რადგან 1 პროცენტიც არ არის, ვინც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირდება“ – ეკა გიგაური

145
Untitled design (2)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ „ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს, რადგან 1 პროცენტიც არ არის, ვინც რეესტრში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად დარეგისტრირდება“.

მისივე თქმით, მესამე სექტორი რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს.

„როგორც ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ აპირებს რეგისტრაციას. ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის დღეს უკვე ყველაზე მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე დაკვირვება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ 1%-იც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. ალბათ, არ გამოუვიდა და არც გამოუვათ რუსული კანონების მიღება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g