LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა… ოთარ ქათამაძემ დიდი როლი ითამაშა ჩვენი თეატრის განვითარებაში“ – ახმეტელის თეატრი

205
ოთარ ქათამაძე

„ახმეტელის თაეტრი“ რეჟისორისა და მსახიობის ოთარ ქათამაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა.

ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის რეჟისორი, ოთარ ქათამაძე.

ოთომ დიდი როლი ითამაშა ჩვენი თეატრის განვითარებაში, მან მაყურებელს მრავალი დასამახსოვრებელი სპექტაკლი და თეატრალური სიხარული მიანიჭა. ოთოს განსაკუთრებული ადამიანური თვისებები ყოველთვის იყო და დიდხანს იქნება სინათლე, რომელსაც ყოველი ჩვენგანი სიამაყით გავყვებით.

„მშვიდობით ოთო, დაუჯერებელია“ – გიორგი გასვიანი გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება

მეგობრები, ბოლო წუთამდე არ კარგავდნენ იმედს, რომ ოთარის სიცოცხლისთვის ბრძოლა, წარმატებით დასრულდებოდა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის მეგობრებსა და მაყურებელს…“, – ვკითხულობთ ახმეტელის თეატრის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ოთარ ქათამაძე ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მსახიობის გადასარჩენად, საქართველო გაერთიანდა. მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა.

მსახიობი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის რეჟისორი, ოთარ ქათამაძე….

Posted by ახმეტელის თეატრი • Akhmeteli State Drama Theatre on კვირა, 24 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g