კულინარიული ბლოგერი, თამუნია მექერიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მასზე ფიზიკური ძალადობის ისტორიაზე წერს.
„მთელი დღეა ცუდად ვგრძნობ თავს… ჰაერიც რაღაცნაირი სიძულვილით სავსე, ტყვიასავით მძიმეა… ძალიან იმოქმედა ამ ტრაგედიამ ჩემზე. მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში ასეთი მხეცისგან პირისპირ მდგომმა და ჩემი მშველელი არავინ იყო…
უბრალოდ მე გადავრჩი…
მხეცურად მოკლული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა. უსუსურობის შეგრძნება და განცდა მაქვს. რატომაა ხანდახან ასეთი სასტიკი სამყარო და ყველაზე საშიში ცხოველი ამ საყაროში ადამიანი.
ადამიანებთან ცხოვრების და ყოფნის შიში გამიჩნდა, რადგან არასოდეს არ ვიცი ვინ დგას ჩემს წინ. ნებისმიერ გარემოებასა და ვითარებაში მირჩევნია ვიყო მოკლული, ვიდრე მკვლელი.
არა ძალადობას და არა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას!
უფალო გევედრები აღასრულე ნება შენი და განდევნე სიბოროტე დედამიწიდან“, – წერს თამუნია მექერიშვილი ფეისბუქში.