LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან კარგი ანალიზები გვაქვს, 4 დღეში 100 გრამი მოიმატა, თუ ყველაფერი ასე წავა, 6 თვეში საოპერაციოდ ჩამოვიყვანთ, ერთადერთი სამწუხარო, რაც დღეს გავიგეთ, კვების ფასია“ – რას წერს პატარა გაბრიელის დედა

295
გაბრიელ ჩადუნელი

პატარა გაბრიელ ჩადუნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც საზოგადოება გააერთიანა, გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

„გაბრიელს 70 გრამი აქვს ნამატი 3 დღის განმავლობაში, თუმცა წონაზე ისევ ვერაფერს ვიტყვი, ცოტა ხანს უნდა დაველოდოთ შედეგისთვის… თანხის შეგროვებას არ ვწყვეტ, მეგობრებო“ – რას წერს პატარა გაბრიელის დედა

როგორც თაკო ბარბაქაძე წერს, გაბრიელის ანალიზების უახლესი პასუხები პოზიტიურია და ამასთან, გაბრიელს 4 დღეში 100 გრამი აქვს მომატებული.

„მოკლედ, ასეთი ამბები გვაქვს, გაბრიელის ანალიზის პასუხები მოვიდა და ექიმი გაკვირვებული დატოვა, ძალიან კარგი ანალიზები გვაქვს, მხოლოდ D ვიტამინი გვაკლია, მაგრამ გაბრიელი ამასაც იღებს და მალე ისიც ნორმაში გვექნება.

გაბრიელმა 4 დღის განმავლობაში 100 გრამი მოიმატა, 2.700 არის ახლა, ჯერჯრობით არანაირი კლება არ გვქონია. ასევე დღეს კვებას გაუზრდიან, რადგან გაბრიელის ნაწლავმა შეწოვა დაიწყო, ადრე ის წყალივით გამოდიოდა, ახლა კი ჩვეულებრივი სქელი მასა გამოდის. ერთადერთი სამწუხარო რამ, რაც დღეს გავიგეთ, არის კვების ფასი. ერთი ცალი 100$ ჯდება და გაბრიელს თითქმის 2 ცალი სჭირდება 24 საათში.

ერთმა დამიწერა, რას აჩენდი, თუ ფული არ გქონდაო, განა რამდენი ფული უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ ადამიანს, რომ ამდენი შეძლოს? მადლობა, რომ გვერდით მიდგხართ და მეხმარებით, გვიყვარხართ ყველა.

ექიმი ფიქრობს, რომ თუ ყველაფერი ასე წავა, როგორც ახლა მიდის, 6 თვეში საოპერაციოდ ჩამოვიყვანთ. ამას თქვენ გარეშე ვერ შევძლებდით, დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ, ეს ბოლო ცდა იყო ჩვენი თეო გოჩოლეიშვილის თხოვნით ჩამოვედით აქ და ჯერჯერობით არ ვნანობთ. დიდი მადლობა შენც, ამდენჯერ რომ არ გეთქვა, გინდა თუ არა წამოიყვანეთო, ახლა აქ არ ვიქნებოდით.

საქართველოს ბანკი: #ge40bg0000000537580007

თიბისი ბანკი: #ge28tb7741145064300117 “ – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

„ვინ იცის რამდენი ღამე გაგვითენებია ამ ორი კილო ადამიანის დაძინებისთვის… როგორ გავძელი და გადავიტანე ამდენი? აი ასე გადაგვაქვს დღეები ერთმანეთით…“ – პატარა გაბრიელს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g