LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან კეთილი და მუდამ მომღიმარი…ვწუხვარ, რომ ჩვენთან აღარ არის” – როგორ ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს “ლარისა ივანოვნა”

355
BeFunky-collage - 2023-01-17T001814.968

ქართული ესტრადისა და კინოს ლეგენდა, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამძიმრის წერილი საზოგადოებისთვის ცნობილმა ბევრმა პიროვნებამ გამოაქვეყნა და მათ შორის იყო, ლე­გენ­და­რულ ფილმ “მი­მი­ნო­ში” კი­კა­ბი­ძის პარტნი­ო­რი, ელე­ნა პროკ­ლო­ვა, რომელიც “ლა­რი­სა ივა­ნოვ­ნას” როლს ას­რუ­ლებ­და.

„ვუსამძიმრებ ყველა ნათესავს, მეგობარს და მაყურებელს, ვისაც უყვარდა. მადლობელი ვარ, რომ მქონდა საშუალება გამეცნო ეს უნიჭიერესი ადამიანი, მომღერალი, მსახიობი, ძალიან კეთილი, მუდამ მომღიმარი. მახსოვს ჩვენი გადაღება ფილმში “მიმინო”, რომლის რეჟისორი გიორგი დანელია იყო. მახსოვს, რომ ვახტანგი მუდამ იღიმებოდა. ეს პერიოდი ძალიან სასიამოვნოდ დასამახსოვრებელია”, – განაცხადა მან.

როგორც რუსული მედია წერს, პროკლოვა კიკაბიძესთან ურთიერთობას ბოლო წლებშიც ინარჩუნებდა.

“ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ბოლო დღეებამდე. მე ვიყავი ბუბას 80 წლის იუბილეზე, ჩავფრინდი თბილისში და მივულოცე. ბუბა ძალიან პასუხისმგებლობიანი და კეთილი ადამიანი იყო. ვწუხვარ, რომ ის ჩვენთან აღარ არის და მადლობა, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში”, – თქვა მან.

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მისი ცხედარი ქაშუეთის ტაძარში იქნება დასვენებული, სადაც 2 დღის განმავლობაში (17-18 იანვარს) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ამავე თემაზე:

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში და დიდი სურვილი აქვს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს: გიული ალასანია

პრემიერი: „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება

გია როინიშვილი: „ბუბა- ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი, ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს!“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს“

ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე – გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადახდენილ ამბავს იხსენებს

ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივიჯან, ახლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო – გივი თარგამაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g