ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.
ამასთან, ჟორჟოლიანი მსახიობთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.
„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე მითხრა ბოლო ნახვის დროს და ისე ამიჩუყდა გული, ამას მეუბნებოდა ბუბა, რომელმაც ჩემი აზრით იცოდა მეგობრობის მნიშვნელობაც და სიტყვა საიმედოსიც.
შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები ჩვენს ყველა შეხვედრას.
ძალიან მიყვარდით,“ – წერს ნანუკა.