„ახალგაზრდობას არ ვასწავლით, როგორ იცხოვროს, თავისთვის როგორ იცხოვროს“ – ტოქსიკურ ურთიერთობებსა და მისგან თავის დაღწევის გზებზე „პირველი არხის“ გადაცემაში „პირად ექიმი“ ფსიქოლოგი და პროფესორი ხათუნა გოგელია საუბრობს.
„ჩვენ ვცდილობთ ბევრი რაღაც ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობას, მან იცის როგორ მიაღწიოს რაღაცას, მაგრამ არ იცის როდის გაჩერდეს და ჩაუღრმავდეს თავს.
სწორედ ეს მომენტია გასაცნობიერებელი.
პირველი ეტაპია რომ აღიქვა რა ხდება რა არის [ურთიერთობაში] შესაცვლელი.
რაც უფრო ხანგრძლივია ტოქსიკური ურთიერთობა მით უფრო რთულია იქიდან თავის დაღწევა.
შეიძლება დედასა და მოზარდს შორის ურთიერთობა რაღაც ეტაპზე, შვილის მიერ, აღქმული იყოს, როგორც ტოქსიკური ურთიერთობა.
მაგალითად, მშობელი მოხუცდა გარკვეული ცვლილებები მოხდა, აქვს ზედმეტი მოთხოვნები. ეს შეგვიძლია აღვიქვათ ტოქსიკურ ურთიერთობად, მაგრამ მეორეს მხრივ შეგვიძლია დავარქვათ ახალი გარემოება ოჯახურ მდგომარეობაში.
გამკლავება [ტოქსიკურ ურთიერთობასთან] იწყება საუბრით.
ძალიან ხშირად ადამიანი საკუთარ ტოქსიკურობას ვერ ხვდება, ამას თვითონ ვერ აფიქსირებს, ამიტომ პირველი და მთავარი არის საუბარი,“ – ამბობს ფსიქოლოგი.
