LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძის მეუღლე: მაქვს მოთხოვნა: პანდემიის განმავლობაში, ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს “ფეისბუქპოსტები”, ინტერვიუები”

4786
BeFunky-collage

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის მე­უღ­ლე, ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ხა­თუ­ნა გო­გე­ლია გამოდის მოწოდებით, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი რან­გი­სა და სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ექიმს აეკ­რძა­ლოს “ფე­ის­ბუქ-პოს­ტე­ბი”, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი პო­პუ­ლა­რულ გა­მო­ცე­მებ­სა თუ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში.

“მაქვს მოთხოვნა:

პანდემიის განმავლობაში,

ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს ფბ პოსტები, ინტერვიუები პოპულარულ გამოცემებსა და ტელევიზიებში. მოსახლეობისთვის

ოფიციალურ პოზიციას აცხადებდეს დიქტორი და მორჩა, წერტილი.

P.s ყველამ თავის უზნეო ნარცისიზმი თეთრ ხალათში გაკვანძეთ!”, – წერს ხათუნა გოგელია.

მის ამ პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.

“ძალიან უცნაური მოთხოვნაა,ხათუნა.მიკვირს თქვენგან.როცა ინფორმაციის ზღვა მასალაა მსოფლიოში,დამალული არაფერია,ამ სივრცეში უცბად კომპეტენტურ ექიმებს აეკრძალოთ საუბარი,ამის უფლება არავის აქვს”.

“მე ექიმი ვარ და გეთანხმებით ! მიკვირს , ყველა რატომ ფუსფუსებს და იძლევა რჩევებს. უნდა არსებობდეს რეგულაცია და ზღაპრების მთხრობელებს და პოპულისტებს არ უნდა ვუკრავდეთ ტაშს!”

“რა კარგად ნათქვამია! დავიღალეთ უკვე, ამათი კინკლაობა და ურთიერთგამორიცხავი აზრების ფრქვევა აზიანებს საერთო საქმეს”,- წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები