LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ხშირად დავდივარ მეტროთი, რადგან უფრო ჩქარა მივდივარ, როგორც კი დათბება, პარლამენტში სკუტერით ვივლი: ლევან იოსელიანი

96
ლევან-იოსელიანი

“კაცს, რომელიც საბურთალოზე ცხოვრობს, რუსთაველის გამზირზე მისასვლელად სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება. ამას თავადაც ვახერხებ – მყავს პირადი მანქანა, სკუტერი და მათ შორის, მყავს ცხენიც,” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით,  პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს იყენებს და საკანონმდებლო ორგანოში ძირითადად პირადი მანქანით დადის.

“ძალიან ხშირად დავდივარ მეტროთი, რადგან უფრო ჩქარა მივდივარ,” – თქვა იოსელიანმა და დასძინა, რომ როგორც კი დათბება, პარლამენტში სკუტერით ივლის. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ის ვიცე-სპიკერებისთვის განკუთვნილი უპირატესობიდან სარგებლობს მხოლოდ იმით, რომ ჰყავს სამდივნო სამი თანამშრომლით, რომელიც საკანონმდებლო პროექტებზე მუშაობაში ეხმარებიან.

“პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ, თუ არ ჩაითვლება ის, რომ ცოტა დიდი ოთახი მაქვს, ვიდრე სხვა დეპუტატებს. არ ვიყენებ მანქანასა და ბენზინის ხარჯს – შესაბამისად, არ მყავს მძღოლი. არ ვიყენებ ტელეფონის ხარჯს.

ამ ყველაფერზე უარი ვთქვი არა რაღაც პოპულისტური მიზნებით არამედ, იმიტომ, რომ არ ვთვლი, კაცს, რომელიც საბურთალოზე ცხოვრობს, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება რუსთაველის გამზირზე მოსასვლელად. ამას თავადაც ვახერხებ – მყავს პირადი მანქანა, სკუტერი და მათ შორის მყავს ცხენიც“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ლევან იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g