LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია, დენი არ გაძვირდება” – ნარმანია

69
elektro-energia

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან კომისიის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის გეგმები წარადგინა.

ნარმანიამ დადებითად შეაფასა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლებმაც მომხმარებლებს კომუნალური სერვისის მიღება გაუმარტივა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ტარიფების მატება არ იგეგმება.

„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და, სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკიდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომპანიების მიერ ზედმეტობით დარიცხულ თანხებზეც და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სემეკს, ან გადაამოწმონ დარიცხვა *303#-ის მომსახურების საშუალებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g