LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მაგარი უკრაინელი ბიჭი მინდა გაგაცნოთ… ომის დაწყების მერე, პუტინის სახელი არ მინდა მერქვასო, უთქვამს და ზელენსკის სახელზე გადასულა…“

225
უკრაინელი ბიჭი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, გვაცნობს უკრაინელ ბიჭუნას, რომელმაც ომის შემდეგ სახელის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან ვლადიმერი ჰქვია:

„ძალიან მაგარი ბიჭი უნდა გაგაცნოთ.

გზისთვის ორი ბურგერი მქონდა გამზადებული, ძააალიან გაუსაძლისად რომ მომშივდა, დავაძრე ერთი ჩემთვის და მეორე ამისთვის.

მივაწოდე, არაო, არ მშიაო!

აიღე, კაცო, არც მე მშია, ენერგიისთვის ვჭამ-მეთქი.

ცალი წარბი აწია, მერე იდეა მოეწონა, თან მაგრად შიოდა აშკარად და გამომართვა.

ამის დანახვაზე ადგილზე გაჩნდა დედა.

ძალით მივეცი ქალბატონო, არ უსაყვედუროთ, სლავა უკრაინი-მეთქი.

ჰიროემ სლავა მომაძახეს და ბიჭს სახელი ვკითხე. – დედამ, ვალოდიაო!

ამის გაგონება იყო და გაჭედა ბავშვმა, ეგრე ერთ წამში ადამიანი შეცვლილიყოს, არ მინახავს…

-ვალოდია კი არა, ვოლოდიმირიო!

ომის დაწყების მერე, პუტინის სახელი არ მინდა მერქვასო, უთქვამს და ზელენსკის სახელზე გადასულა.

მერე მითხრეს, რომ ასეთი ამბებიც ბევრია აქ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g