„ძალიან მაშინებს, რომ მალე მოვკვდები და ვერავინ გაიგებს, რა მსხვერპლს ვწირავდი მუსიკის შექმნას“, – გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აღნიშნა ემი ვაინჰაუზმა, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა, მართლაც უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვა.
fortuna.ge გთავაზობთ ემი უაინჰაუსის ფრაზებს:
ყველა ქალს უნდა იგრძნოს თავი კაცის გვერდით პატარა გოგოდ, პრობლემა ისაა, რომ კაცების უმეტესობა თვითონაა პატარა გოგო
ჩემი სიყვარული – ჩემი ტკივილია, ჩემი ტკივილი – ჩემი ცხოვრებაა!
ადამიანების უმეტესობას სიზარმაცე არ აძლევს საშუალებას ბოლომდე გაერკვეს საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში.
არასდროს მოატყუო ის, ვინც გენდობა და არასდროს ენდო მას, ვინც ერთხელ მაინც სცადა შენი მოტყუება.
ყველა ქალს უნდა იგრძნოს თავი კაცის გვერდით პატარა გოგოდ, პრობლემა ისაა, რომ კაცების უმეტესობა თვითონაა პატარა გოგო.
მამაკაცებიც ზუსტად ისევე ჭორაობენ, როგორც ქალები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქალები დეტალებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ.
ადამიანების უმრავლესობა უკვდავებაზე ოცნებობს, არადა წარმოდგენა არ აქვს, როგორ შეავსოს პარასკევის ცარიელი საღამო.
ძალიან არ მომწონს ქალები, რომლებიც გულუბრყვილობას საკუთარი სისუსტის, უუნარობის დასაფარად თამაშობენ.
არავის დახმარება არ მჭირდება, რადგან მე თუ ვერ დავეხმარე საკუთარ თავს, სხვა მით უფრო ვერ შეძლებს ჩემს დახმარებას.
მთავარი ღირსეულად წასვლაა და არა იმიტომ, რომ უბრალოდ გაგაგდეს!
რა თქმა უნდა, ვისკი და თამბაქო არასდროს წყვეტენ პრობლემებს, მაგრამ ვინ თქვა, რომ რძით და ორცხოვბილით შეიძლება ცხოვრების მოწესრიგება.
უცხოპლანეტელებს იუმორის გრძნობა რომ ჰქონდეთ, ბევრს იცინებდნენ დედამიწელების სურვილებსა და ოცნებებზე.
ადამიანის ბრძოლის უნარს არა ძალა, არამედ დაგროვილი მრისხანება განსაზღვრავს.