LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!” – თამარ ჩუგოშვილი

109
tamarchugoshviliii

ქართული ოცნების ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უკვე მცირდება დრო და შანსი იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე გამოსწორდეს.

მისივე განცხადებით, არსებულ ვითარებაში შედეგები შეიძლება, უმძიმესი აღმოჩნდეს.

ჩუგოშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სანამ დროა შეჩერდნენ.

“ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!”-წერს თამარ ჩუგოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g