LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მძიმე დღეები გვაქვს. კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა ბახმუტთან – არსენ ქეცბაია… დიდება მის სახელს“ – ნადიმ ხმალაძე

367
არსენ ქეცბაია

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ცნობით, ბახმუტთან მიმდინარე საარტილერიო შეტაკებებს კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ქართველი მოხალისე მებრძოლების ინფორმაციით, დაღუპული არსენ ქეცბაიაა და სავარაუდოდ, იგი ერთ-ერთ უკრაინულ დანაყოფში ირიცხებოდა.

„დიდი დანაკარგია პროფესიონალი მებრძოლი.. ირპენი, ჰოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით - დიდება შენ ძმაო“ – ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში დაღუპული მეომრის დათო ქუჩუკიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ძალიან მძიმე დღეები გვაქვს. კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა ბახმუტთან. არსენ ქეცბაია. დიდება მის სახელს. დიდება გმირებს.“ – წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ ბახმუტის დაცვას მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში სამი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. აღსანიშნავია, რომ ბახმუტი ამ დრომდე, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, სადაც მათ შორის, ქართველებიც იბრძვიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ომს უკრაინაში უკვე 42 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოპულარულები