LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მინდა რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე…უდიდეს სტიმულს მაძლევთ, რომ ვიბრძოლო ახალი ცხოვრების დაწყებისთვის“ – 22 წლის მარიამ ტატანაშვილი, რომელსაც ტრაილერი შეეჯახა საზოგადოებას მიმართავს

159
2025-03-06_22-39-25_385569

22 წლის მარიამ ტატანაშვილი, რომელსაც ტრაილერი დაეჯახა სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს გვიზიარებს.

მარიამი საზოგადოებას თბილი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდის.

„მე ვარ 22 წლის მარიამ ტატანაშვილი. 3 წლის წინ როდესაც მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, მანქანა ტრაილერს შეეჯახა.

ჩემი მდგომარეობის სიმძიმის გამო ექიმებს არ ეგონათ რომ კომიდან გამოვიდოდი.

დამჭირდა 12 ოპერაცია, მათ შორის:
▪️მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ამპუტაცია;
▪️მარჯვენა ფეხის ხუთივე თითის ამპუტაცია;
▪️ წვივის მოტეხილი ძვლების რკინებით აწყობა;
▪️ სახის თითქმის ყველა ძვალის ხელოვნურით ჩანაცვლება;
და ა.შ…

ერთი თვალის ამპუტაცია მაქვს გაკეთებული, მეორე თვალში კი თითქმის 100 პროცენტით მაქვს დაქვეითებული მხედველობა.

ძალიან მინდა რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე. ამის დიდი იმედი მომცა ჩემმა ექიმმა და ამ ეტაპზე ჩემი თვალის ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას, რომ კვლავ დავინახო სამყარო…

ჩემი გვერდი შევქმენი იმისთვის, რომ ჩემს შესახებ მოგიყვეთ ისტორიები, განახოთ ჩემი ყოველდღიურობა და უდიდეს მადლობა გიხდით ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და გვერდში მიდგეხართ.

ყოველი თქვენგანისგან ჩემს მიმართ წამოსული თბილი დამოკიდებულება და ყურადღება უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ ვიბრძოლო ახალი ცხოვრების დაწყებისთვის.
@dr_tamta_khantadze
სიყვარულით, მარიამი.

GE12TB7113845068100026 ტბს მიმღები შორენა ზიზიაშვილი

GE62BG0000000162441132 საქართველო მიმღები მარიამ ტატანაშვილი @esthetic_linee @dr_tamta_khantadze“, – ვკითხულობთ ტექსტში.

„ბევრ ადამიანს ეგონა , რომ უბრალოდ „ნოეს შოუში“ გაუკეთა თავის თავს რეკლამა და ოპერაციას არ მიკეთებდა.. ძალიან მინდა, ისევ ისეთი ვიყო, როგორც ადრე და ამაში ქალბატონი ციცინო მიდგას გვერდში“ – მარიამ ტატანაშვილი

„იმისთვის, რომ ჩემთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინათ, თავის ქალიდან უნდა აეღოთ ძვლები და გადაეტანათ ცხვირში და ყბაში… ეს არ მომეწონა და უარი ვთქვი… გადავწყვიტე ოპერაციები თბილისში გავიკეთო“ – როგორ გამოიყურება ავარიის დროს მძიმედ დაშავებული გოგონა ოპერაციის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g