ტელეწამყვანი და მსახიობი ვახო კანდელაკი იუბილარია.
„დღეს ეს ბიჭი დაიბადა. ძალიან მიყვარხარ და ძალიან ბედნიერი უნდა იყო მთელი ცხოვრება. კირაც გილოცავს“, – წერს სოციალურ ქსელში ვახოს მეუღლე, მარიამ როინიშვილი.
მარიამის მილოცვას წყვილის უამრავი მეგობარი უერთდება.
შეგახსენებთ, ვახოს და მარიამს ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ.
