მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.
როგორც კომპოზიტორი წერს, მისი პროფესია ურთულესია, რადგან, ფაქტობრივად, საკუთარი ნამუშევრების გაყიდვით, სულის გაყიდვა უწევს.
„ძალიან რთული პროფესია მაქვს, ძალიან, ფაქტობრივად, სულის გაყიდვის ტოლფასი რატომ? იმიტომ რომ რასაც წერ და რაც შენ არ გეკუთვნის იმიტომ რომ შენ რომ გეკუთვნოდეს ყოველ წუთას დაწერდი!! მუზა როდის მოვა მარტო ზემოდან იციან ამიტომ დასანანია სიმღერის „გაყიდვა“ მასზე ვინც არ იმსახურებს და სათანადოდ არ უვლის შენს შემოქმედებას! მაგრამ როცა სახლში პროდუქტი გაქვს საყიდელი ამ სისათუთეზე ვეღარ ფიქრობ და ამდენი ლამაზი სიმღერა გავფანტე უგზო-უკვლოდ!!! ისე მეწვის ყველაფერი რომ ვერ ავხსნი!
დათუნამ მკითხა მას ორი საკუთარი სიმღერა აქვს დაწერილი უკვე
არ გენანება რომ სხვას აძლევო? მე ვერაფრით ვერ გავიმეტებო.
ამეტირა თვალები ამეწვა, მაგრამ პასუხს აზრი არ ჰქონდა და აღარც გავეცი…
ამ ასაკში მენანება კი არა სასტიკად მენანება ყველა ის სიმღერა რაც გავფანტე ფულის ჰონორარის გამო მაგრამ სხვა გზა არ იყო..“ – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.