LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან სამწუხარო რამეს ვიტყვი, მაგრამ.. თუ ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, ეს იქნება 2004 წელი საქართველოსთვის, როცა ფანჯარა გაიღო და ვერ მოესწრო, რომ იმ გაღებულ ფანჯარაში შევმხტარიყავით“ – თინა ხიდაშელი

254
Untitled design (5)

„სამი ფაქტორის გამო ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც კი შეგვიძლია, სადაც კი ხმა მიგვიწვდება და ვისთანაც რამე გვეთქმის, რომ საქართველომ დეკემბერში სტატუსი მიიღოს,“ – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„პირველი, ეს არის სამოქალაქო მშვიდობა.

ევროკავშირს და საქართველოს ევროპულ მომავალს რაც შეეხება, ამ თემებზე მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას მობილიზებისთვის ოპოზიციური პარტიები არ სჭირდება.

მეორე ფაქტორი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნოდ რუსეთის მხრიდან ჩარევა არ მოხდეს – ამისგან დასაცავად ჩვენ ევროკავშირის ფარი გვჭირდება.

მესამე – იმ პირობებში, თუ უკრაინა და მოლდოვა შემდეგ ეტაპზე გადადიან და ჩვენ სტატუსიც არ გვაქვს, დამიჯერეთ, ძალიან სამწუხარო რამეს ვიტყვი, მაგრამ ეს იქნება 2004 წელი საქართველოსთვის..

2004 წელს ფანჯარა გაიღო, ბალტიისპირეთის ქვეყნები გაწევრიანდნენ, სრული ინტეგრაცია მოხდა და ჩვენ დავრჩით გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუცია“ უკვე მომხდარი იყო, მაგრამ, რეფორმების თვალსაზრისით ვერ მოესწრო, რომ იმ გაღებულ ფანჯარაში შევმხტარიყავით.

ახლა ჩვენ ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე, ამიტომ, თუ ორი საფეხურით ჩამოვრჩით „ტრიოს“ დანარჩენ ორ ქვეყანას, ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა..

ვფიქრობ, რომ ეს არავინ უნდა დავუშვათ. ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ დაგვემართოს,“ – განაცხადა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g