LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან საწყენია, რომ ჩვენ გვიწევს ცხოვრება იმ საზოგადოებაში, რომელმაც საკუთარი ტრაგედიები, ბედისწერა და მსოფლიო კატაკლიზმები დაუკავშირა ამ სიმღერას“ – რას წერს თიკა ჯამბურია მის ახალ სიმღერაზე

219
თიკა

თიკა ჯამბურია მისი ახალი სიმღერის შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

მომღერალი აღნიშნავს, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, საკუთარი ტრაგედიები, ბედისწერა და მსოფლიო კატაკლიზმები დაუკავშირა ამ სიმღერას, რაც მისივე თქმით, სამწუხაროა.

„ძალიან, ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მიხარია, რომ დავთანხმდი კოლაბორაციას.

როდესაც თედომ პირველად მომასმენინა, მაშინვე მივხვდი აზრს, როგორი ღრმა და საინტერესო იყო მთელი ისტორია, რომელსაც ეს სიმღერა ჰყვება.

ძალიან საწყენია, რომ ჩვენ გვიწევს ცხოვრება იმ საზოგადოებაში, რომელმაც საკუთარი ტრაგედიები, ბედისწერა და მსოფლიო კატაკლიზმები დაუკავშირა ამ სიმღერას.

თუმცა, ეს სიმღერა ადამიანების გზაზე, მათ განვითარებაზე და პიროვნების შექმნაზეა. ნამდვილად 1%-ითაც არ მიფიქრია, რომ ამის დაღეჭვა და ახსნა მოგვიწევდა“ – წერს თიკა.

ვიდეო: „ძალიან ბოროტი ერი ვართ. რომც არ იყო ცუდი ადამიანი, ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, რომ გაგიტეხავენ“ – თიკა ჯამბურია მისი ახალი სიმღერის შესახებ მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g