უკვე რამდენიმე თვეა მომღერალი რიტა ორა თეთრეულის ბრენდ Tezenis-ის სახეა. 26 წლის ვარსკვლავმა მონაწილეობა იტალიური მარკის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო. Tezenis-ის ახალი ნაწარმი ძირითადად შავი მაქმანებიანი კოლექციისგან შედგება, რომელიც მიმზიდველი შემსრულებლის სხეულზე ძალიან სექსუალურად გამოიყურება.
ფოტოები ბრენდის „ინსტაგრამის“ გვერდზე გავრცელდა და მან თაყვანისმცემლების დადებითი შეფასებები გამოიწვია.
 
				 
															
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 