LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მოსახლეობისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს“ – გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

98
ხიხნჩეგა

„გორი ჩემი საყვარელი ქალაქია და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ! მინდა იცოდეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს,“ – ამის შესახებ გორის მერმა და „ქართული ოცნების“ წევრმა, სპორტსმენმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა.

ხინჩეგაშვილის განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„მუნიციპალიტეტში უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა, გავაკეთებ ყველაფერს, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე იგრძნოს ის სიკეთეები, რაც ადგილობრივ დონეზე შეიძლება მოგვარდეს.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის და გითხრათ, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ, მადლობა რომ მომეცა საშუალება ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის დავიხარჯო.

წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დავინახე ბევრი პრობლემა, რასაც გუნდთან ერთად, აუცილებლად მოვაგვარებ. ბოლო პერიოდში უამრავი კარგი პროექტი განხორციელდა და მაქსიმალურად ვეცდები, კიდევ უფრო ბევრი გაკეთდეს.

წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა და იმედი მაქვს, ერთად ყველაფერს შევძლებთ! მაქვს ჩემი გუნდის, ჩემი თანამშრომლების და თითოეული თქვენგანის იმედი. მიყვარხართ და მეამაყებით!“ – ნათქვამია ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები