LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალით ხომ არ ვამუშავებთ, წასვლა უნდოდა, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს” – გახარია სურგულაძის წასვლაზე

355
70088477-1440457219425511-524800645148966912-o

საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პირადი განცხადების საფუძველზე  ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. ოფიციალური განცხადების გაკეთების დროს აღნიშნა, რომ მან ერთი კვირის წინ სამეთვალყურეო საბჭოს პირადად მიმართა გათავისუფების თხოვნით. ლევან სურგულაძის გადადგომაზე კომენტარი საქართველოს მთავრობის მეთაურმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სურგულაძის პირადი გადაწყვეტილება იყო და დასძინა, რომ მან თავისი რესურსი აღნიშნულ სამსახურში უკვე ამოწურა.

„საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, როგორც ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის, გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული ქვეყნის ეკონომიკისთვის რეფორმა. სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას ჰკითხეთ, სერიოზულია თუ არა. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“, – განაცხად გახარიამ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს (ვიდეო)

საპენსიო სააგენტოს მისია, რამდენად გამართლებული აღმოჩნდა ან პირიქით, ამას მთავრობაც და საზოგადოებაც სხვადასხვაგვარად აფასებს, თუმცა თუ უკვე ყოფილი თავმჯდომარის გადასახედიდან ვიმსჯელებთ, ლოცვის მეტი რა დაგვრჩენია.

ლევან  სურგულაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ მორალურად გუნდის გვერდით იქნება და ილოცებს საპენსიო რეფორმის წარმატებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ის 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g