„ჩვენ დღეს ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენი მაყურებელი არის აქ და არ გვაქვს უფლება, რომ სხვანაიარად მოვიქცეთ“, – ამის შესახებ მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა მსახიობების მარშზე განაცხადა.
„ძალიან მინდა, ყველაზე მეტად მინდა ახალ სპექტაკლზე ვმუშაობდე და საღამოს მაყურებელთან შეხვედრისთვის ვემზადებოდე, მაგრამ არ მაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ ანდრო ჭიჭინაძე და სხვა უკანონოდ დაკავებული ადამიანი ციხეშია და ასევე, ჩვენი მაყურებელი არის ქუჩაში, ჩვენ მათი მიტოვების უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა გივიკო ბარათაშვილმა.
თბილისში, ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს. მარშის ლოზუნგია: „თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”.