LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძილში მომესმა ნიკას არანორმალური სუნთქვა, გა­მეღ­ვი­ძა და ვე­ძა­ხი, ნიკა… გადმოვატრიალე და ბოლოჯერ ამოისუნთქა… ბავშვებს მამა თვალწინ მოუკვდათ: ნიკა ქაცარიძის მეუღლე

15748
nino beriZe

მსახიობ ნიკა ქაცარიძის მეუღლემ ნონო ბერიძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ იმ დღის შესახებ ისაუბრა, როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა.

ის ვარაუდობს, რომ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალება „აცრიდან და სასმლიდან პროვოცირებულმა თრომბმა გამოიწვია“. მისი თქმით, ის აცრის წინააღმდეგი არ არის თუმცა, „მედიცინის მუშაკებისგან ამ თემაზე მკაცრი გაფრთხილება არ არის, რომ ვაქცინაციიდან ერთი ან ორი თვე დალევა არ შეიძლება“.

გადაცემაში ნინო ბე­რი­ძემ თქვა, რომ მა­მის სიკ­ვდილს მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბიც შე­ეს­წრნენ.

ნიკა ქაცარიძემ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მთელი სამეგობრო სახლში დაპატიჟა

“მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო” – მსახიობი ნიკა ქაცარიძე რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს

„და­ლე­ვით, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე სვამ­და. ამას ყო­ველ­დღი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­და. სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე ვინ არ სვამს? რო­გორც ასე­თი, ნიკა მსმე­ლი არ იყო.

ჩემი აზ­რით, ეს იყო აც­რი­დან და სასმლი­დან პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი თრომ­ბი. და­ვა­ზუს­ტებ რას ვგუ­ლის­ხმობ, არ მინ­და ისე გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს აც­რის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არის მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის­გან მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­ლე­ვა ერთი თვე ან ორი თვე. მო­უ­წია სასმლის და­ლე­ვა, თუმ­ცა ეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ იყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ძი­ნა, ადრე დაწ­ვა, რად­გან მე­ო­რე დღეს რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და.

“არ დაგივიწყებ სანამ აქ ვარ, მერე კი…იქნებ იქაც თეატრი გვიცდის…” – რობერტ სტურუა ნიკა ქაცარიძეს ემოციურად ემშვიდობება

“თავზარდამცემი დილა გათენდა საქართველოში, არ მჯერა რომ სადღაც გაქრი ერთ ღამეში” – როგორ ემშვიდობებიან ნიკა ქაცარიძეს

ბავ­შვე­ბი მას­თან დაწ­ვნენ. პა­ტა­რა ბიჭი ჩა­უწ­ვა სა­წოლ­ში, აღარ შორ­დე­ბო­და და ასე ჩა­ე­ძი­ნა. ღამე გა­მო­მეღ­ვი­ძა, 3 სა­ათ­ზე და ლა­ზა­რე ცხე­ლი მო­მეჩ­ვე­ნა და რომ ავიყ­ვა­ნე და გა­უ­ზო­მე სი­ცხე, ამ დროს ნი­კამ გა­იღ­ვი­ძა, მკი­თხა, რა ხდე­ბაო? ვუ­თხა­რი, რომ ლა­ზა­რეს და­ბა­ლი სი­ცხე ჰქონ­და. წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეო, და­ლია წყა­ლი, ამის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ძი­ნა.

ძილ­ში მო­მეს­მა არა­ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა მისი, გა­მეღ­ვი­ძა და ვე­ძა­ხი, ნიკა… გად­მო­ვატ­რი­ა­ლე და და­ას­რუ­ლა სუნ­თქვა. ვერც და­ვი­ჯე­რებ­დი მა­შინ, რომ ეს იყო მისი ბოლო ამო­სუნ­თქვა. ამ დროს ორი­ვე ბავ­შვმა გა­იღ­ვი­ძა. ამის შემ­დეგ დე­და­ჩე­მი გა­ვაღ­ვი­ძე. სას­წრა­ფო­შიც დავ­რე­კე, მო­ვიდ­ნენ ძა­ლი­ან სწრა­ფად, მაგ­რამ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

ეს არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი, მძი­მე ახა­ლი წელი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შებს მამა თვალ­წინ მო­უკ­ვდათ. მა­რი­ტა 5 წლის არის, ლა­ზა­რე – 2 წლის. მა­რი­ტა დღემ­დე არ შე­მო­დის იმ ოთახ­ში, სა­დაც ნი­კამ და­ლია სული. გუ­შინ ლა­ზა­რემ მი­თხრა, დედა ეს არის შავი ოთა­ხიო. იმ ოთახ­ში არც ერთს არ უნდა და­ძი­ნე­ბა. მა­რი­ტამ და­ი­ნა­ხა მისი ამო­სუნ­თქვა“ – აღ­ნიშ­ნა ნინო ბე­რი­ძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g