4 თებერვლიდან საქართველოში ამინდი უარესდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი და ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში მოსალოდნელია მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.