LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი სიცხე შობადობის კლებას იწვევს

109
ძლიერი სიცხე შობადობის კლებას იწვევს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძლიერი სიცხე შობადობის კლებას იწვევს. ასეთ დასკვნამდე ისინი ესპანეთის მაგალითზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ. საინტერესო ექსპერიმენტის შესახებ The Economist-ი წერს.

სპეციალისტებმა ჰაერის ტემპერატურასა და შობადობას შორის კავშირის პოვნა სცადეს და საინტერესო დასკვნაც ასე მიიღეს. მათ ესპანეთში შობადობის საერთო კოეფიციენტი გამოთვალეს, რაც გაჩენილი ბავშვების და ამინდის პირობების ერთმანეთთან შედარებას გულისხმობდა.

დაკვირვება რამდენიმე წელი, 2010-დან 2018 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ თუკი ესპანეთში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსზე მეტი იყო, 9 თვეში შობადობა 0,3%-ით იკლებდა. ხოლო როცა სიცხე 30 გრადუსს აჭარბებდა, მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის ტემპერატურასა და შობადობას შორის კავშირი წარსულშიც ფიქსირდებოდა და როგორც წესი, ბავშვების ბუმი გრილს ამინდს უკავშირდებოდა.

მოსალოდნელ გლობალურ დათბობს კი რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო მეტი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები