ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია.
შეზღუდვები მოქმედებს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინტენსიური თოვისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი, რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.