“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა უეინ რუნიმ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპაზე “ბრიუგესთან” მატჩზე და მის შეწყვეტილ უგოლო სერიაზე ისაუბრა.
გუშინ ”წითელმა ეშმაკუნებმა” ”ბრიუგე” 4:0 დაამარცხეს, რუნიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მანამდე კი 29 წლის ფორვარდს 878 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი.
“ძლიერი ხასიათი რომ არ მქონდეს, შესაძლოა, კრისტიკას ჩემზე გავლენა მოეხდინა. მაგრამ მე ვიცი, რა შემიძლია. თუ გოლი ვერ გამაქვს, მაინც ბევრ რამეს ვაკეთებ გუნდისათვის.
ჯერჯერობით კი არ ვღელავდი. ეს რომ კიდევ 3, 4 ან მეტი მატჩის მანძილზე გაგრძელდეს, მაშინ შეიძლება, ნერვიულობა დავიწყო. მაგრამ ჯერჯერობით, ეს სეზონის დასაწყისია, დარწმუნებული ვიყავი, რომ მომენტები იქნებოდა. გასაგებია, რომ ყოველთვის გინდა მოგება, გოლის გატანა, ეს ჯერ კიდევ გასული სეზონიდან მოგვდევს და იქ რამდენიმე უგოლო მატჩი გვქონდა. მაგრამ ახლა ბევრი კარგი თავდამსხმელი იგივე სიტუაციაშია. მაგრამ მესმის, რომ ჩემი სახელისა და მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემკენ ბევრად დიდი ყურადებაა მოპყრობილი. ეს ჩემი სამუშაოა”, – ციტირებს რუნის სიტყვებს BBC.