LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძმა ძმისთვისაო“ – წიგნი, რომელიც მასწავლებელმა ტრაგიკულად დაღუპულ ძმებს მიუძღვნა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეა წარმოდგენილი

523
Untitled design

2022 წლის 18 აგვისტოს, უჯარმაში, მდინარე იორის არხში ტრაგიკულად დაღუპული ძმების – ნიკა და ივიკო მახარობლიშვილების შემოქმედებას მათმა მასწავლებელმა წიგნი მიუძღვნა.

„მოეწყოს მათი ნაშრომების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში – ნიკა უკიდურესად განათლებული იყო, დისერტაციაზე მუშაობდა, ფენომენალური ნიჭის პატრონი იყო ივიკოც“ – უჯარმაში გარდაცვლილი ძმების მასწავლებელი

ნინო ჯალაღონიას წიგნი „ძმა ძმისთვისაო“ ახლა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზეა გამოფენილი და მკითხველს ელის.

როგორც ნინო ჯალაღონია აცხადებს, ბიოგრაფიული წიგნი გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ დაიბეჭდა და სრულიად უსასყიდლოდ გამოიცა.

„წიგნში წარმოდგენილია 2022 წლის 18 აგვისტოს, უჯარმაში, მდინარე იორის არხში, ტრაგიკულად დაღუპული ძმების შემოქმედება. კრებული ეძღვნება მათ ნათელ ხსოვნას.

წიგნში შესულია: პროფესორების რეცენზიები, ძმების ჩანახატები, მინიატურები, სამეცნიერო სტატიები. გარეკანის დიზაინი გახლავთ, უმცროსი ძმის ივანე მახარობლიშვილის ნახატი. თითქოს სიმბოლურია ერთმანეთისადმი გაწვდილი თითები…

წიგნი სულ მალე დაიდება, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე“, – წერს ნინო ჯალაღონია.

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2022 19 ოქტომბერს გაიხსნა და 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ბაზრობაზე, რომელზეც 130-მდე ქვეყნის 7 000-მდე საგამომცემლო სახლი იღებს მონაწილეობას, საქართველო წელსაც, ტრადიციულად, მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით მონაწილეობს.

შეგახსენებთ, უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები 18 აგვისტოს იპოვეს.

რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი: „სამმა წელმა ბევრი მოგონება მაჩუქა ამ გულკეთილ და პატიოსან ადამიანებთან“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g