LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმებმა მელაძეებმა საახალწლო ფილმისთვის ერთობლივად იმუშავეს (ვიდეო)

17

ვალერი და კონსტანტინ მელაძეების ერთობლივი სიმღერის ”Любовь и млечный путь”-ის პრემიერა რამდენიმე კვირის წინ შედგა. კომპოზიცია საახალწლო ფილმის ”Млечный путь”- ის საუნდტრეკი გახლავთ.

ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ოჯახურ წყვილზე, რომლებიც დაშორების პირას არიან. თუმცა, ახალი წლის ღამეს რამდენიმე ისეთი შემთხვევა ხდება, წყვილი ხვდება, რომ მათი სიყვარული ჯერ არ განელებულა.

სიმღერის შექმნასთან დაკავშირებით ვალერი მელაძე კომენტარსაც აკეთებს: ”როდესაც ფილმის პატარა მონაკვეთი ვნახე, მივხვდი, რომ ისტორია საკმაოდ დტრამატულია. მე რეჟისორს შევთავაზე, ისტორია უფრო ნათელი და მხიარული ყოფილიყო და მაყურებლები პოზიტივით განეწყო. სწორედ ამიტომ, მე მგონია, რომ კომპოზიცია სწორედ ასეთია და მაყურებელში თბილ გრძნობებს და სევდანარევ ბედნიერებას გააღვიძებს”.

სიმღერა გულშემატკივრება ძალიან დადებითად შეაფასეს და პოპულარულ ჩარტებში მოწინავე პოზიციებსაც იკავებს. სიმღერას ვალერი მელაძე ასრულებს, ხოლო ტექსტი და მელოდია კონსტანინეს ეკუთვნის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ფილმში მონაწილეობას იღებდა გარდაცვლილი ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავაც, რომლისთვისაც ეს როლი, ერთ-ერთი უკანასკნელი აღმოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები