LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი

105
BeFunky-collage

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ მიიღო ხელის მსუბუქი დამწვრობა.

ცეცხლი ბააზოვის ქუჩაზე, იტალიური ტიპის ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა

არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის კი, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია – ნათქვამია საგანგებოს ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები