ლამაზი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დოპინგის მიღების გამო ორი წლით დასაჯეს. დისკვალიფიკაციას ვადა 2018 წლის 26 იანვარს გაუვა. თუმცა ეს ჯერ კიდევ ვერ იქნება საბოლო გადაწყვეტილება, რადგან მარია სასამართლოში წასვლას და გასაჩივრებას გეგმავს.
გავიხსენოთ, რომ მარტის დასაწყისში შარაპოვამ თქვა, რომ მთელი 10 წელი იღებდა მელდონიუმს, რომელიც ანტისადოპინგო სააგენტომ აკრძალული პრეპარატების სიაში შეიტანა. ამ ამბის შემდეგ, მარია დროებით ჩამოაშორეს თამაშს. დოპინგ-სინჯი რუსმა წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩააბარა. ახლა შარაპოვას შეუძლია სამი კვირის განმავლობაში საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს, რის გაკეთებას აპირებს კიდეც.
– სასამართლო იმ აზრამდე მივიდა, რომ მე განზრახ არ დამირღვევია წესები. ვერ დავეთანხმები ასეთ გადაწყვეტილებას. ცუდი არაფერი ჩამიდენია, ფედერაცია კი განზრახ ცდილობდა ჩემთვის ხელის შეშლას. დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე კორტზე – დაწერა საკუთარ “ტვიტერზე” შარაპოვამ.