პატრიკ გრანტის ახალი კოლექცია ბრენდისთვის E. Tautz, საკუთარ თავში 1980-იანი წლების უოლ-სტრიტის ბანკირების და ბუნებაში დასვნების მოყვარული ბრიტანელი არისტოკრატების საყვარელ სტილს აერთიანებს.
ტვიდი, ველვეტი და კუბოკრული ქსოვილი, შოტლანდიური სვიტერები, ფართე შარვლები და თავისუფალი პიჯაკები – გრანტის სავიზიტო ბარათია, რომელიც სხვა დიზაინერებისგან განსხვავებით, უარს არც პოდიუმზე გამოსვლაზე ამბობს. ამჯერად, გრანტი პუბლიკის წინაშე ხაკისფერი სამხედრო შარვლითა და სადა მუქი ლურჯი სვიტერით წარსდგა.