LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ ხორცის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – დაილუქა 40 კილოგრამი ხორცი

114
Untitled

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“).ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვევლი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g