ავიაკომპანია Easyjet-ის დამაარსებელი ქონების ნახევარს ქველმოქმედებისთვის გასცემს. ბრიტანელმა მილიარდელმა გადაწყვიტა, რომ სხვა მდიდარი ფილანთროპებისთვის მიებაძა და 2,23 მილიარდ ევროდ შეფასებულ ქონებას სიკეთეს მოახმარს. კვიპროსული წარმოშობის – სტელიოს ჰაჯი-იოანუმ ასეთი გადაწყვეტილება ბილ გეიტსის მიერ ჩამოყალიბებულ საქველმოქმედო ფონდში გაერთიანების შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ წარმატებული პროკურორის შვილმა დაბალბიუჯეტიანი კომპანია 1995 წელს შექმნა და მაშინ მხოლოდ ერთი ბოინგი ყავდა, ისიც დაქირავებული. დღეს კი Easyjet-ს 240 ლაინერი ყავს და 75 მილიონ მგზავრს ემსახურება.