LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EASYJET-ის თვითმფრინავებში მინი ბიბლიოთეკები გაჩნდა

51

ავიაკომპანია EASYJET-მა გადაწყვიტა ბავშვებს კითხვა შეაყვაროს და ამისათვის ახალი მომსახურება FLYLIBRARY დანერგა.

ბიბლიოთეკა 147 ბორტზე გაჩნდა. კომპანიის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას სამწუხარო სტატისტიკით ხსნის. „ბრიტანელი მშობლების 83% მიიჩნევს, რომ მათი შვილები იმაზე ცოტას კითხულობენ, ვიდრე თავად კითხულობდნენ იმავე ასაკში”.

პორტალი Air Journal წერს, რომ 8-12 წლის ასაკის ბავშვები საშუალოდ ზაფხულის არდადეგებზე სამ წიგნს კითხულობენ. ავიაგადამყვანის ხელმძღვანელობის განცხადებით, კითხვა სიამოვნების მისაღებად რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს აღწევს.

easyJet-ის მინი ბიბლიოთეკაში პატარა მგზავრები ინგლისურ ენაზე ათამდე წიგნს აღმოაჩენენ, მათ შორის არის: „ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, „ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან”, „პიტერ პენი” და სხვები. ყველა წიგნი ჟაკლინ უილსონმა შეაგროვა, რომელიც ბავშვების 106 წიგნის ავტორია.

წიგნის კითხვა მხოლოდ ფრენისას იქნება შესაძლებელი. გასვლისას კი წიგნის ჩაბარება მოუწევს, რომ მომავალმა მგზავრებმა შეძლონ წაკითხვა.

 

https://www.euromag.ru/catalogs/tickets/52669.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები